Accentnews.ge
პრეზიდენტი: "სპეცრაზმი აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება"

პრეზიდენტი: "სპეცრაზმი აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება"

03/12/2024 09:51:32 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "საქართველოში რუსული რეპრესიები მიმდინარეობს იმ სპეცრაზმელების ხელით, რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“.

პრეზიდენტმა ნარკოტიკის წარმომავლობაც დაასახელა, თუმცა არ უთქვამს, რას ეყრდნობა მისი ეს განცხადება, მტკიცებულებები აქვს თუ მხოლოდ შთაბეჭდილება შეექმნა.

„ჩვენ გვაქვს რუსული რეპრესიები, სპეცრაზმით, რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან (...), რომ გამწვავდეს მათი სისასტიკეც და წინააღმდეგობაც“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციები „მთელი ქვეყნის აჯანყებაა".

„ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S