Accentnews.ge
რუტე: ძალადობის შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და ცალსახად ვგმობ

რუტე: ძალადობის შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და ცალსახად ვგმობ

03/12/2024 11:25:12 პოლიტიკა

NATO-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს პრესკოფერენციაზე საქართველოში განვითარებული მ,ოვლენების შესახებ ჰკითხეს.

"ძალადობის შესახებ ცნობები ღრმად შემაშფოთებელია და მათ ცალსახად ვგმობ. მოვუწოდებ მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა აღადგინოს და ვფიქრობ, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესში შედის".

ის გამოვიდა შეხსენებით, რომ NATO არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიასა და ღირებულებებზე, რომლებიც თავისუფლებასა და დემოკრატიას ეფუძნება, როგორც ცნებას, თუმცა ასევე როგორც ყოველდღიურ რეალობას.

"მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველს ეს ღირებულებები წარმოადგენს".

მისი თქმით, პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დარჩეს იმ გზაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ აირჩია, "მას აქტიურად გაჰყვეს და უკან არ დაიხიოს".

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S