Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე ოპონენტებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სთავაზობს დისკუსიას

ირაკლი კობახიძე ოპონენტებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სთავაზობს დისკუსიას

03/12/2024 13:17:08 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაინტერესებულ პირებს მთავრობის ადმინისტრაციაში სთავაზობს დისკუსიის გამართვას. საუბარია კობახიძის მიერ 2 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, გაიმართოს დისკუსია მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში",- ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

ცოტა ხნით ადრე კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„არის სამი სუბიექტი: ჯანელიძე, ხიდაშელი და "გირჩი". მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს“.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ "ფორმატი არის ერთი - ერთი - ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური არჩევანია საზმაუ. სულ ეს არის".

"ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა უფრო გასაგები და ნათელი რომ იყოს: 1. მე მზად ვარ დებატებისთვის "ქართული ოცნების" ლიდერ კობახიძესთან; 2. მზად ვარ დებატებისთვის ტელევიზიაში, რადგან ტელევიზიაა დებატების ადგილი. 3. კონფერენცია, მრგვალი-მაგიდის დისკუსების და სხვა არ არის დებატები; 4. ნებისმიერ სხვა ადგილი გარდა ტელევიზიისა არ არის დებატები; 5. პატივსიცემით დადასტურებით პაპუნასთან რადგან ჩვენ ორმა გამოვთქვით მზადყოფნა, თუ უნდა ორნი მოვიდნენ. მოკლედ თუ მას წარმოუდგენია რომ ახლა კანცელარიაში დაგვიბარებს 10-12 ადამიანის ისტორიული დისკუსიისთვის, ამისთვის ბევრი ხელის ბიჭი ყავს და იმათ ედისკუსიოს მრგვალ მაგიდასთან ჩაის ჭიქით ხელში",- დაწერა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში.

2 დეკემბრის განცხადების შემდეგ, კობახიძეს მალევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე: „მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი”.

იმავე დღეს კობახიძესთან დებატებში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S