
მედია: თბილისში აქციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე სომხეთში გააძევეს
03/12/2024 13:31:18 საზოგადოება
თბილისში საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელსაც სცემეს და მოგვიანებით სომხეთში გააძევეს,- იტყობინება გამოცემა The Insider წერს.
გამოცემის ცნობით, მიხაილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29-დან 30 ნოემბრის ღამით დააკავეს. კაცის ცნობით, ის მედიის წარმომადგენლების გვერდით იმყოფებოდა, ცდილობდა აქციის მონაწილეებისგან მაქსიმალურად შორის ყოფილიყო და თავისი პროექტისთვის ტელეფონით იღებდა მიმდინარე მოვლენებს. კაცი ამბობს, რომ პოლიციელები ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ, მათ დაშლას ცდილობდნენ, თავად ჯერ ძირს დააგდეს, შემდეგ პოლიციის ავტომაქანაში გადაიყვანეს და მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ რუსულად ლაპარაკობს, კიდევ უფრო სასტიკად მოექცნენ. ის საუბრობს სხვა დაკავებულებზე ძალადობაზეც.
კაცი ამბობს, რომ 1-დან 2 დეკემბრის ღამით, ის განმარტებების გარეშე გადაიყვანეს მიგრაციის სამსახურში, შემდეგ კი ავტომანქანით მიიყვანეს სომხეთის საზღვრამდე და იქ დატოვეს. ის ყვება, რომ სომხეთიდან საქართველოში დაბრუნებას შეეცადა, თუმცა, ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.
პრემიერ-მინისტრმა ირკალი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალიზაციის გარეშე თქვა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეებიც: „განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს, ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს".