პრემიერმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი გელა გელაძით ჩაანაცვლა

03-12-2024 17:36:15 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს ახალი მოადგილე ჰყავს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გელა გელაძე დაინიშნა".

"გელა გელაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით. თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი დღემდე მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. იგი წლების განმავლობაში, ამავე უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობას. ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.

გელა გელაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი შეცვალა", – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები