Accentnews.ge
ომბუდსმენი – დოდი ხარხელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება

ომბუდსმენი – დოდი ხარხელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება

03/12/2024 13:46:10 საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის და აქტივისტის დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტს ეხმიანება.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლში იყო ჩაკეტილი და ბიძას მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლეოდა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, "კომუნიკაცია ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადგილზე გავიდნენ აპარატის წარმომადგენლებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე არასრულწლოვანის ოჯახის წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვი გამოყვანილია ბინიდან და მიმდინარე პროცესებს განრიდებულია".

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება. სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს აღნიშნული ვითარება და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.

სახალხო დამცველის აპარატი ამ ფაქტს შეისწავლის და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S