
"ოცნებამ" წითელი ხაზები გადაკვეთა, ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში"
17/02/2020 08:30:59 საშინაო პოლიტიკა
"ავტორიტარიზმის არჩევით "ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზები გადაკვეთა. არ იქნება დემოკრატია – არ იქნება ეროვნული ერთიანობა და დასავლური გზა. არ ვაპირებ ამის ყურებას. ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში. ვემსახურები დასავლურ არჩევანს ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად”.
ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს. იგი ქვეყნის პრეზიდენტი 2013–2018 წლებში იყო.