იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით თავშეკავება გამოიჩინოს
03/12/2024 13:58:06 პოლიტიკა
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"იაპონია ყურადღებით ადევნებს თვალს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი ვართ 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი ვითარებით, მას შემდეგ რაც, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს. მომიტინგეები და უშიშროების ორგანოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ბევრი ადამინი დაშავდა და მრავალი პირი დააკავეს.
იაპონია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს თავშეკავება სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით და იმედოვნებს, რომ ის კონსტრუქციულ ზომებს მიიღებს მის ხალხს შორის ურთიერთგაგების მისაღწევად და ვითარების მალე სადამშვიდებლად", – ნათქვამია განცხადებაში.


