Accentnews.ge
პრეზიდენტი – საკონსტიუციოს გადაწყვეტილებაზე: "დანა ჩაარტყს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად"

პრეზიდენტი – საკონსტიუციოს გადაწყვეტილებაზე: "დანა ჩაარტყს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად"

03/12/2024 15:12:46 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს ქვეყანა არის იმ "ძალიან სახიფათო" მდგომარეობაში, სადაც "დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში".

"საკონსტიუციო სასამართლომ დღეს გამოუტანა განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს. [...] მე სადღაც მქონდა იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან, რომ მათზეა დამოკიდებული ის საშუალება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, კონსტიტუციურ წყობას და მერე დაუბრუნდეს პოლიტიკურ პროცესს; ადამიანებს, როდესაც აქვთ ისტორიაში ერთი საშუალება მოცემული, რომელიც არასოდეს დაბრუნდება და როცა ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება, განვითარდეს, მე მჯეროდა, ვიმედოვნებდი, რომ სამი ადამიანი მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და იქნებოდა მართალი თავისი სინდისის წინაშე და ქვეყნის წინაშე, მაგრამ შევცდი. დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება. დანა ჩაარტყს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად. რჩება რა? რჩება ერთი კონსტიტუციური ლეგიტიმური ინსტიტუი და ეს მე ვარ, და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მეორე მხარეს რჩება ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია ძალაუფლების ამ ქვეყანაში და გაამწესა ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის ივანიშვილი. ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყანაში. მისი პასუხისმგებლობაა დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს, ჩემი პასუხისმგებლობაა, წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ. მათი დასაბუთება ჯერ არ არის ატვირთული სასამართლოს ვებსაიტზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S