
ოპოზიცია ხვალისთვის პარლამენტთან "სირცხვილის დერეფნების" მოწყობას აანონსებს
17/02/2020 08:37:50 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიცია ხვალისთვის პარლამენტთან "სირცხვილის დერეფნების" მოწყობას აანონსებს.
"ოპოზიციური პარტიები მოვუწოდებთ საზოგადოებას, შევიკრიბოთ პარლამენტის გარშემო და დავაფიქსიროთ, რომ ვართ ერთიანები და არ შევეგუებით ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების იმ უკანონო ქმედებებს, რომელიც დღეს ხორციელდება. ირაკლი შოთაძე არის უბრალოდ სახელი და გვარი. მისი ერთადერთი ღირსება და დამსახურება არის უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულება ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ლიდერებისა", - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის: დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება, ხვალ კი მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.