პრემიერი: პაპუაშვილთან ერთად ვთავაზობ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ხვალ მიხეილ ჯანელიძესთან და თინათინ ხიდაშელთან დისკუსიისთვის დაგვითმოს ეთერი
03/12/2024 15:43:49 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე მზადაა, ხვალ დისკუსია გაიმართოს საგარეო საქმეთა ექს–მინისტრ მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძესთან და თავდაცვის ექს–მინისტრ თინათინ ხიდაშელთან.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად", – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.


