"ოცნება" იუწყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას განაგრძობს
03/12/2024 16:27:44 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" იუწყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას განაგრძობს.
"დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი - საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნება" ავრცელებს.


