Accentnews.ge
შსს აცხადებს, რომ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით

შსს აცხადებს, რომ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით

03/12/2024 19:09:23 სამართალი, საზოგადოება

შსს აცხადებს, რომ აქციის კიდევ ერთი მონაწილე - 1999 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით. მას აფეთქების მომზადებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, მათ თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის "ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს". ხოლო დ.ხ.-ს "პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა.

პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო".

შსს-ს განცხადებით, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, "მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე პრიმამუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S