პატელი - საქართველოს მთავრობაზე: მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ
03/12/2024 20:07:12 პოლიტიკა
არ ვაპირებ წინასწარ მიმოხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება აშშ-მა განახორციელოს, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.
„არ ვაპირებ წინასწარ განხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება აშშ-მა განახორციელოს ან არ განახორციელოს, შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე ვართ ორიენტირებული და მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ. ჩვენ კვლავ გვჯერა, ეს რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძველია“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.


