Accentnews.ge
სენატორები: „ქართული ოცნების“ ქმედებები საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ

სენატორები: „ქართული ოცნების“ ქმედებები საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ

04/12/2024 05:14:12 პოლიტიკა

სამმა ამერიკელმა სენატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს, რომელიც „მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს“ მმართველი პარტიის „სასტიკი რეპრესიებისგან“.

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, დემოკრატი ბენ კარდინის და მაღალი რანგის წევრების, რესპუბლიკელების – როჯერ უიკერის და ჯონ კორნინის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიდან სერიოზული ღალატია ქართველი ხალხის მკაფიო სურვილის, მოცული იყოს ევროპული ღირებულებებითა და ინსტიტუტებით".

სენატორების შეფასებით, "ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმის ერთგული მთავრობის ქცევა, არამედ სახიფათო რეჟიმის, რომელიც საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ და ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ხელყოფს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს".

ამერიკელი სენატორები "გმობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩები არ არის ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემის და მასობრივი დაკავებების ადგილი".

კარდინი, უიკერი და კორნინი საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული პრინციპების ხელყოფისთვის და აცხადებენ, რომ "მან პასუხი უნდა აგოს თავისი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე".

"ევროატალანტიკური ინტეგრაციისთვის ქართველი ხალხის თავგანწირვას მუდმივი სოლიდარობა და მოქმედებები სჭირდება", – აცხადებენ სენატორები.

ცნობისთვის: თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S