Accentnews.ge
კახა კალაძე: შეიძლება, თავიდან შევცდით კომუნიკაციაში, მაგრამ ახლა ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება და ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია

კახა კალაძე: შეიძლება, თავიდან შევცდით კომუნიკაციაში, მაგრამ ახლა ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება და ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია

04/12/2024 08:21:47 პოლიტიკა

„28 ნოემბერს პრემიერის განცხადებაში დეტალურად იყო ახსნილი, რომ საქართველო აგრძელებს ევროინტეგრაციას. ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც არის ე.წ. გზამკვლევი და რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს. ასევე, ითქვა ის, რომ რა თქმა უნდა, არ გვინდა, ყოველთვის შანტაჟის ქვეშ ვიყოთ. ამჯერად, როგორც წინა შემთხვევაში. კანდიდატის სტატუსი შანტაჟის იარაღად იყო, ახლა შანტაჟის იარაღად გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნა-აგახსნის საკითხი. ძალიან ღრმად და ბევრი ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ გაიგო, რა ხდება რეალურად. შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი, ნათელი და გასაგებია. ჩვენ ვართ თავმოყვარე ხალხი, თავმოყვარე ერი, რომელსაც უდიდესი კულტურა, ტრადიციები და წარსული აქვს, რითაც ვამაყობთ და ვფიქრობ, ამ ყველაფრით ვართ საინტერესო ევროპული ოჯახისთვის“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა.

ცნობისთვის: თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S