როთი: ევროკავშირმა საქართველოს პრეზიდენტსა და პროევროპელებს მხარი გარკვევით უნდა დაუჭიროს
04/12/2024 09:28:32 პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოს პრეზიდენტსა და პროევროპელებს მხარი გარკვევით უნდა დაუჭიროს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.
„6 დღის განმავლობაში მამაცი ქართველები რეჟიმის მიერ კონსტიტუციის დარღვევას წინააღმდეგობას უწევენ. ევროკავშირი არა უფრო მისაღებ ვარიანტს, არამედ ყველა ქართული ინსტიტუტისთვის ვალდებულებას წარმოადგენს. უსაფრთხოების ძალების სისასტიკე სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ევროკავშირმა პრეზიდენტსა და პროევროპელებს მხარი გარკვევით უნდა დაუჭიროს“, - წერს როთი.
ცნობისთვის: თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.


