აშშ–ის საელჩო ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით მორიგ "ქარდს" აქვეყნებს: "ყველაფერი გასაგებია, ლიდერობა ღირსებით?"
04/12/2024 09:33:01 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით მორიგ "ქარდს" აქვეყნებს.
კერძოდ, საელჩო პრემიერ-მინისტრის 2 დეკემბრის განცხადებას ეხმიანება.
„ირაკლი კობახიძე, 2024 წლის 2 დეკემბერი: „საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა“.
ყველაფერი გასაგებია. ლიდერობა ღირსებით?“ – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


