ირაკლი კობახიძე: "ხედავთ, აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს, ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ ქარდიგანი დაარქვეს"
04/12/2024 10:30:34 პოლიტიკა
„ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში, მანამდე სამწუხაროდ, არის იმის ღია მცდელობა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში. მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ გვაქვს ჩვენს მოქმედ ელჩთან. არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ სამწუხაროდ, მას არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც არის გამოხატული მოქმედი ადმინისტრაციიდან. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ, აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ ქარდიგანი დაარქვეს ამის გამო, ეს მოფერებით, ხუმრობით, არის უწყინარი ხუმრობა გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ქარდიგანი ნიშნავს ჟაკეტს ქართულად“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ–ის საელჩოს მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ "ქარდებს".


