გიორგი შენგელაია გარდაიცვალა
17/02/2020 09:34:55 საზოგადოება
82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია.
გიორგი შენგელია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1955-1959 წ.წ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1959 წლიდან - რეჟისორი. გახლდათ რეჟისორი ფილმებისა: "ალავერდობა"(1963), "მაცი ხვიტია"(1965), "ფიროსმანი"(1969), "ვერის უბნის მელოდიები"(1973), "სიყვარული ყველას უნდა"(1980), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1984), "ხარება და გოგია"(1987), "სიყვარული ვენახში"(2000), "მიდიოდა მატარებელი"(2005) და სხვა.
გიორგი შენგელაია გადაღებულია ფილმებში: "ჩვენი ეზო" (1956), "ოთარაანთ ქვრივი" (1957), "ქვიშანი დარჩებიან" (1976), "ამბავი ერთი ქალიშვილისა" (1960), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965).


