Accentnews.ge
პოლიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შევიდა

პოლიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შევიდა

04/12/2024 12:22:57 პოლიტიკა

პოლიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა. ოფისი მარი ბროსეს ქუჩის 6 ნომერში მდებარეობს.

"სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სხვა კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ, შესაბამისის სამსახური მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას... არ ვარ ვალდებული, ვაფრიალო განჩინება " - ამბობს ადგილზე მყოფი პოლიციელი.

შენობაში არ უშვებენ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას და ერთ-ერთ ლიდერ სოფო ჯაფარიძეს.

მანამდე, პოლიცია შესული იყო "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისშიც. ჩხრეკა ჩატარდა ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორის ილია ღლონტის სახლშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S