04-12-2024 17:20:07 ეკონომიკა
4 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 2.78 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8468 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.58 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9894 ლარი გახდა.