პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – საერთაშორისო პარტნიორებს: იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად
04/12/2024 13:28:03 პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საერტაშორისო პარტნიორებს მიმართავს.
„ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ! კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: პოლიცია ოპოზიციური პარტიების ნაწილის ოფისებში ჩხრეკას ატარებს. დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია.


