Accentnews.ge
პარლამენტში შოთაძის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში შოთაძის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს

17/02/2020 10:15:45 საშინაო პოლიტიკა

პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოსმენა საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე შოთაძემ განაცხადა, იგი დღეს კანონმდებლებს საკუთარ გეგმას გააცნობს და მათ კითხვებს უპასუხებს:

"მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, იმ ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე. ასევე ვაპირებ, ყველა კითხვას პასუხი გავცე. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს".

გენპროკურორობის კანდიდატის მოსმენის პარალელურად ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათი თქმით, ხსენებულ თანამდებობაზე შოთაძის დამტკიცების შემთხვევაში პროკურატურა პოლიტიკური გავლენებიდან თავისუფალი ვერ იქნება.

პარლამენტთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია. როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ცნობისთვის: ხვალ შოთაძის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოსთან „სირცხილის დერეფნის“ მოწყობას აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S