Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს, ნუ დააგვიანებთ!

სალომე ზურაბიშვილი: სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს, ნუ დააგვიანებთ!

04/12/2024 15:07:10 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს.

„რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე კიდეც ერთ "პოსტს" აქვეყნებს:

„საქართველოში პროტესტს უნდა დაერქვას რეპრესიები საქართველოში. პოლიტიკურ ლიდერებს რეპრესიული ძალები ათრევენ, პარტიის ოფისებში ჩრეკის ოპერაციები ტარდება, იჩხრიკება ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისები. პრემიერ-მინისტრი ამას ეძახის "პრევენციას".

4 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში, ასევე – სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის სახლებში. დააკავეს რამდენიმე პირი.

შსს-ს მიმდინარე მოვლენებზე ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S