პრეზიდენტი: შეხვედრაზე ვიბარებ კოკა კაციტაძეს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება
04/12/2024 15:26:42 პოლიტიკა
"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს კოკა კაციტაძეს. თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწარაფო გამოძიების აუცილებლობას", –ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
4 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში, ასევე – სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის სახლებში. დააკავეს რამდენიმე პირი.
შსს-ს მიმდინარე მოვლენებზე ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


