04-12-2024 19:50:03 საზოგადოება ,ეს საინტერესოა
მას შემდეგ, რაც 4 დეკემბერს პოლიციამ დაიწყო პოლიტიკური პარტიების ოფისების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ბინების ჩხრეკა, ადამიანის უფლებათა დამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს შემთხვევაში.
„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი წერს:
"გამომძიებელმა ჩხრეკის ჩასატარებლად უნდა წამოადგინონ სასამართლოს განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება - გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში",- წარმოსადგენი დოკუმენტების, ჩხრეკის პროცედურების, პროცესზე დასწრების შესახებ დეტალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს "ჩემი ხმის" დამფუძნებელი ლონდა თოლორაია.
ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკის შემთხვევებისთვის,მოქალაქეებისთვის რჩევები გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.
4 დეკემბერს ცნობილი გახდა არაერთი ადამიანის დაკავების შესახებ, ასევე გაჩხრიკეს აქტივისტევის სახლები, შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ - ოფისებში.