
ლექსმანი: ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს
04/12/2024 15:52:03 პოლიტიკა
სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
„ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია. კაია კალასმა და ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს და შეაჩერონ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მათი ტერორი“, - წერს ლექსმანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
4 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში, ასევე – სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის სახლებში. დააკავეს რამდენიმე პირი.
შსს-ს მიმდინარე მოვლენებზე ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.