Accentnews.ge
ადვოკატი: სახალხო დამცველის აპარატისგან გავიგეთ, რომ ნიკა გვარამია მარნეულში გადაიყვანეს

ადვოკატი: სახალხო დამცველის აპარატისგან გავიგეთ, რომ ნიკა გვარამია მარნეულში გადაიყვანეს

04/12/2024 15:57:57 პოლიტიკა, საზოგადოება

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ შსს მათ ოფიციალურად არ აწვდის ინფორმაციას ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნულს არაჰუმანიზმის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევს, მით უფრო, რომ დაკავების მომენტში პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატისგან მიიღო ცნობა, რომ გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

"შს სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს ოფიციალურადს, სად ჰყავთ ნიკა გვარამია. სახალხო დამცველის აპარატისგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს.

გელა ხასაიას შესახებაც არაფერი ვიცით",- თქვა საძაგლიშვილმა.

გვარამია და ხასაია "დროას" ოფისთან დააკავეს, სადაც პოლიცია იყო შესული და ჩხრეკას ატარებდა. გვარამია, როგორც იურისტი, მოითხოვდა ჩხრეკაზე დასწრებას. ამ მოთხოვნას მოჰყვა დაპირისპირება და მისი დაკავება. დაკავებისას ის შეუძლოდ გახდა, სავარაუდოდ, გონება დაკარგა. შსს-მ განაცხადა, რომ ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

დღეს პოლიცია შევიდა პარტიების ოფისებში და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S