
მე–7 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება
04/12/2024 16:03:53 საზოგადოება
მე–7 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისში პარლამენტთან არიან შეკრებილები, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
პარალელურად აქციებია, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში.
თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.