Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია: "სახელმწიფო დეპარტამენტმა კალაძისა და გომელაურის დასანქცირებით უნდა დაიწყოს"

ჰელსინკის კომისია: "სახელმწიფო დეპარტამენტმა კალაძისა და გომელაურის დასანქცირებით უნდა დაიწყოს"

04/12/2024 19:53:05 პოლიტიკა

აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, იგივე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს, პერსონალური სანქციები დაუწესოს "თბილისის მერ კახა კალაძეს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ყველა იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლაში".

"საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია ჩამოიშორა და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების სახლებში და ოფისებში დაკავება. არ შეცდეთ: "ქართული ოცნება" კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.

აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააძლიერებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ", - ნათქვამია ჯო ვილსონის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S