Accentnews.ge
ჯაფარიძე: რეჟიმი გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე

ჯაფარიძე: რეჟიმი გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე

05/12/2024 07:38:17 პოლიტიკა

დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას განვითარებული პროცესების შესახებ. ამის შესახებ განცხადება ოთხი მსხვილი ოპოზიციური კოალიციის - „ერთიანობა“, „საქართველოსთვის“, „ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ - წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დაკავებულებს, ხაზი გაუსვეს პროტესტში საჯარო მოხელეების მონაწილეობას და აღნიშნეს, რომ ისინი უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა რეჟიმს. აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე პარტნიორების მხრიდან წნეხი დაზიანდა.

ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ დაკავებულ 300-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც მიიღეს დაკავების შემდეგ

„ამ ადამიანებს გავლილი აქვთ წამების პროცესი: ნაწილს გაუსწორდნენ ქუჩებში, ნაწილს - მინივენებში, ნაწილს - პოლიციის განყოფილებებში.

„გუშინ რეჟიმი გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე: შეჭრა მოხდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და ორგანიზაციის ოფისებში და დარბევა, ამოღებულია სხვადასხვა ნივთები. არც ერთი ამ ნივთებიდან არ არის კანონსაწინააღმდეგო. ერთ-ერთის ოფისში, შსს აცხადებს, რომ თითქოს ამოღებულია მოლოტოვის კოქტეილი. თუმცა, კადრები, რაც გაავრცელეს, ჩანს რომ დადგმული სცენაა - ბოთლებში უბრალოდ ჩვრებია ჩატენილი და მოლოტოვის კოქტეილი ასე არ მზადდება. უბრალოდ, სჭირდებათ, მოსახლეობა დააშინონ და აჩვენონ, თითქოს მოლოტოვის კოქტეილებს სადღაც ოფისებში ამზადებენ“,- თქვა ჯაფარიძემ.

მან გაიხსენა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ რუსთაველზე მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი და ზურა დათუნაშვილი დააკავეს.

„პოლიციელები აქციეს „ტიტუშკებად“. გასაგებია, რომ რეჟიმი გადავიდა თვისობრივად სხვა ეტაპზე და მსგავს რაღაცეებს უნდა ველოდოთ რეგულარულად და ამისთვის მზად არ ვიყოთ. არაფერი უკეთესობისკენ არ წავა მანამ, სანამ ყველაფერი კიდევ უფრო არ გაუარესდება და ამის მზაობა უნდა გვქონდეს ყველას“,- თქვა ჯაფარიძემ.

ამ დროისთვის, შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 15 ადამიანი, ადმინისტრაციული მუხლებით - 300-ზე მეტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S