Accentnews.ge
იურისტი: რატიანის საქმე ნათელი მაგალითია თუ როგორ მიმდინარეობს ყველა სასამართლო პროცესი

იურისტი: რატიანის საქმე ნათელი მაგალითია თუ როგორ მიმდინარეობს ყველა სასამართლო პროცესი

05/12/2024 08:05:20 საზოგადოება

იურისტი ნესტან ლონდარიძე მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი პრობლემების არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის გავლაც უწევთ პროევროპულ აქციებზე ნაცემ და დაკავებულ ადამიანებს.

"ბოლო ერთი კვირაა, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდები სასამართლო პროცესებს, საგამოძიებო მოქმედებებს და შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს. წარმოიდგინეთ, ძალიან ხშირად, სასამართლო პროცესები გაერთიანებულ რეჟიმში მიმდინარეობს. 7-8-11 დაკავებულიც მჯდარა ერთ დარბაზში ერთად, უმეტეს მათგანს აღენიშნება მნიშვნელოვანი დაზიანებები (მათ შორის, თვალი საერთოდ რომ არ უჩანთ) და სასამართლო არ ინტერესდება, რა დაემართათ ამ მოქალაქეებს, რატომ არიან სასამართლო დარბაზში ასეთ მდგომარეობაში, მინიმუმ, კითხვა დასვას, ხომ არ სჭირდებათ სასამართლოს მიმართვა",- ამბობს ლონდარიძე.

ის გამოდის შეხსენებით, რომ მოსამართლეს აქვს უფლებამოსილება, დაიცვას მოქალაქის ინტერესები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, აქვს უფლება, თუ სასამართლოს მიმდინარეობის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ნიშნები, თავადაც მიმართოს საგამოძიებო ორგანოს - აქვს უფლება, დაინტერესდეს, დასვას კითხვები.

მას ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს პოეტ ზვიად რატიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები:

"პოეტ ზვიად რატიანის პროცესი ნათელი მაგალითია, თუ როგორ მიმდინარეობს ყველა სასამართლო პროცესი. წარმოიდგინეთ პროცესი, სადაც შსს-ს წარმომადგენლებს არ გააჩნიათ არანაირი ვიდეომტკიცებულება, არანაირი სხვა სახის მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ, გარდა ე.წ. დამკავებელი ერთი პოლიციელის ჩვენებისა. მქონდა შუამდგომლობა, საქმეს დართვოდა მტკიცებულება, თუ რა მოხდა იმ დროს ადგილზე, როგორ გაუსწორდნენ ზვიად რატიანს, როგორ მოხდა სპეცრაზმელების მიერ მისი შეთრევა მათ რიგებში - ეს მთელმა საქართველომ იხილა და დარწმუნებული ვარ, მოსამართლესაც ჰქონდა ნანახი - მან ეს ვიდეო მტკიცებულებად არ დაუშვა მიზეზით, რომ თურმე ვიდეო არ ასახავდა რატიანის მოქმედებას მის დაკავებამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არ არსებობს სხვა არანაირი მტკიცებულება, სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაუშვას მტკიცებულება, რომელიც შემხლებლობაშია საქმესთან. ჩემს მიერ წარდგენილი ასევე იყო სამედიცინო ცნობა, რომ ზვიად რატიანს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები სპეცრაზმელების არაადამიანური მოქმედებებით გამოწვეული - მათ შორის, ძვლების მოტეხილობა. სასამართლოს აქვს ეს მტკიცებულება, რომ ის საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევებს და დღეს დაკავებული ჰყავთ იზოლატორში რვა დღით გამომწყვდეული. ამ დროის განმავლობაში რომ მივიღოთ ჯანმრთელობის შეუქცევადი პროცესები, აგებს სასამართლო ამაზე პასუხს? ამაზე არ მსჯელობს სასამართლო!“,- ამბობს იურისტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S