
ზურაბიშვილი ზელენსკის, ივანიშვილის და კიდევ 18 პირის დასანქცირებისთვის მადლობას უხდის
05/12/2024 09:21:21 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის, "ბიძინა ივანიშვილის და კიდევ 18 პირის დასანქცირებისთვის მადლობას უხდის"
"გმადლობთ, ვოლოდიმირ! რუსეთი ცდილობს, შავ ზღვაზე კონტროლი დაიბრუნოს!", – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ "უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი და მისი 18 თანამოაზრე დაასანქცირა" .
"ახლახანს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აძლევს იურიდიულ ძალას უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. სანქციებია საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას პუტინს უთმობენ. რის გამოც ახლა საქართველოში არის საპროტესტო გამოსვლები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც ახლა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გააჟღერონ მიმდინარე მოვლენებზე. აუცილებელია აქტიურობა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, როცა უპრინციპოდ იქცევი და პრობლემაზე არ რეაგირებ, ქვეყანას ათწლეულების მოპოვებულ თავისუფლებას ართმევ. არ შეიძლება ამ რეგიონში არავის დაკარგვა – არც საქართველოსი, არც უკრაინის არც მოლდოვასი. ერთად უნდა დავიცვათ თავი რუსეთისგან. უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი 18 თანამოაზრის წინააღმდეგ, რომლებიც ყიდიან საქართველოს ინტერესებს და მოქალაქეებს. მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს ასე მოიქცნენ და იმოქმედონ პრინციპულად", ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან:
- ბიძინა ივანიშვილი;
- გრიგოლ ლილუაშვილი;
- კახა კალაძე;
- მიხეილ ჩინჩალაძე;
- მამუკა მდინარაძე;
- ვახტან გომელაური;
- ოთარ ფარცხალაძე;
- ირაკლი რუხაძე;
- ლევან მურუსიძე;
- ვიქტორ ჯაფარიძე;
- დიმიტრი სამხარაძე;
- გიორგი ხაინდრავა;
- ირაკლი კობახიძე;
- გიორგი კობახიძე;
- ზვიად შალამბერიძე;
- შალვა თადუმაძე;
- თეა წულუკიანი;
- ირაკლი ქარსელაძე;
- კახა ბექაური.