
კობახიძე: "ჯერ–ჯერობით ელენე ხოშტარია არის პარლამენტის წევრი და შესაბამისად, უფრო რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედების დაწყება"
05/12/2024 10:26:54 პოლიტიკა
"ჯერ–ჯერობით ელენე ხოშტარია არის პარლამენტის წევრი და შესაბამისად, უფრო რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედების დაწყება. თუმცა ეს [მისი განცხადება] ჩვენთვის არის აღიარებითი ჩვენება, მთავარია, რომ მან პოლიტიკურად პირდაპირ აღიარა, რომ ძალადობის უკან იდგენენ არა გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ ძალადობის უკან თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო. ეს იყო მისი პარტიის რესურსი, გვარამიას პარტიის რესურსი , "ნაციონალური მოძრაობის" რესურსი, გახარიამ თავად აღიარა, რომ მისი ათეულობით მოძალადე აქტივისტი იყო დაკავებული ამ დღეების განმავლობაში. "ლელო" იყო პირდაპირ ჩართული... ოთხივე ამ ძალადობრივი გაერთიანების რესურსი იყო ჩართული "ნაცმაიდანის" მცდელობაში", ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
სამართალდამცველებმა გუშინ "დროას“ ოფისი გაჩხრიკეს. "აქ ჩვენ აქციისთვის პარალონები, პლედები, ფეერვერკები, სნიკერსები, კვერცხები გვაქვს - ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პროტესტი იყოს. მოვიდნენ და ლაზერებს, საღებავებს და რაღაცებს აღრიცხავენ". - განაცხადა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ