Accentnews.ge
კობახიძე – ბლინკენის მიერ სანქციების დაანონსებაზე: "ძალიან დიდი იმედი მაქვს, 20 იანვრის შემდეგ ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით"

კობახიძე – ბლინკენის მიერ სანქციების დაანონსებაზე: "ძალიან დიდი იმედი მაქვს, 20 იანვრის შემდეგ ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით"

05/12/2024 10:41:38 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. რომ მას იმედის აქვს, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით“.

„რა თქმა უნდა, ზუსტად იგივეა. ერთი რომ სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე, როცა თქვენ ხედავთ როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბით სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ, ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით. რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც არის ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს და ეს განცხადებაც, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გაგრძელებაა,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააანონსა.

„შეერთებული შტატები 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება ჩვენს საერთო სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი და სურვილს, დავინახოთ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ვიმუშავეთ საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა საქართველოს განევითარებინა ეკონომიკა, გაეუმჯობესებინა განათლების სისტემა, გაეზარდა თავდაცვის შესაძლებლობები და გაეფართოებინა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისათვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით“, - აცხადებს ბლინკენი და დასძენს, რომ „მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისთვის დაპატიმრებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ამაზე“.

„შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას - პასუხს აგებენ. გარდა იმისა, რომ, როგორც ადრე გამოვაცხადეთ, ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გრძელდება, შეერთებული შტატები ახლა ემზადება, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“, -ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S