
რობერტ სტურუა: რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში
05/12/2024 11:44:41 საზოგადოება
რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი, - ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.
მისი თქმით, "რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა".
„რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის „ფეისბუქ“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე რუსთაველის ეროვნულ თეატრთან მსახიობები, რეჟისორები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები იკრიბებიან.