
NCDC: LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს, როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა, უცნობია
05/12/2024 11:58:06 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) აცხადებს, რომ NCDC–ს სახელით პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს.
მისიცე ცნობით, NCDC-ს აღნიშნული პლატფორმით არასოდეს უსარგებლია და უცნობია, ვინ გახსნა გვერდი.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით - LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება - სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას.
ამასთან, LinkedIn-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით და მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშის გაუქმების თხოვნით, უკვე მიმართა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.