Accentnews.ge
„ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც შოთაძის პროკურორობას ხმას მისცემს, მეგაპოლიტიკური უზნეობის შემოქმედი იქნება“

„ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც შოთაძის პროკურორობას ხმას მისცემს, მეგაპოლიტიკური უზნეობის შემოქმედი იქნება“

17/02/2020 11:36:42 საშინაო პოლიტიკა

„ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც შოთაძის პროკურორობას ხმას მისცემს, მეგაპოლიტიკური უზნეობის შემოქმედი იქნება“, – ასე ეხმიანება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე, იურისტი თინა ხიდაშელი გეპროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის პარლამენტში მოსმენის ფაქტს.

„რამდენიმე საათში შოთაძე ისევ მთავარი პროკურორი გახდება! ამ პროცესს დღეს და ხვალ ვერაფერი შეაჩერებს! არა მგონია, რაიმე აზრი ქონდეს ეხლა იმაზე წერას რატომ არის ეს გადაწყვეტილება უბრალოდ მეგა პოლიტიკური უზნეობა. ნებისმიერი დეპუტატი რომელიც დღეს მის პროკურორობას ხმას მისცემს სწორედ ამ მეგა პოლიტიკური უზნეობის შემოქმედი და თანაავტორი. მხოლოდ იმის იმედს ვიტოვებ, რომ საკმარისია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ჯერ კიდევ ესმის, რომ ასეთი თავხედი ხელისუფალი არასოდეს გვყოლია და მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენი ისედაც ძალიან მყოფე სახელმწიფოებრიობის მსხვრევის პროცესს სულ უფრო აძლიერებს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს სიბრაზე რომელიც ეხლა მე მახრჩობს ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს აქვს და არჩევნებზე საარჩევნო ყუთებზე აისახება“, – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოსმენა მიმდინარეობს. პარალელურად ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათი თქმით, ხსენებულ თანამდებობაზე შოთაძის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ვერ იქნება.

პარლამენტთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია და შესვლა სცადა. აქტივისტების განცხადებით, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ცნობისთვის: ხვალ შოთაძის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოსთან „სირცხილის დერეფნის“ მოწყობას აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S