Accentnews.ge
ომბუდსმენი: გუშინ მეტროს სადგურების ამოსასვლელებში აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ

ომბუდსმენი: გუშინ მეტროს სადგურების ამოსასვლელებში აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ

05/12/2024 12:25:55 საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება გუშინ მეტროს სადგურების ამოსასვლელებში აქციაზე მიმავალი მოქალაქეების ჩხრეკის და დაკავების ფაქტებს.

„გუშინ ყველამ ვიხილეთ მეტროს სადგურების ამოსასვლელებში აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით“ გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S