Accentnews.ge
დავით კეზერაშვილის ორ სახლში პოლიცია შევიდა

დავით კეზერაშვილის ორ სახლში პოლიცია შევიდა

05/12/2024 14:17:47 პოლიტიკა, საზოგადოება

"ფორმულას" დამფუძნებლის, თავდაცვის ყოფილი მიისტრის დავით კეზერაშვილის სახლში კრიმინალური პოლიცია შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კეზერაშვილმა გაავრცელა. იმავეს შესახებ წერდა ენმ-ის წევრი, კეზერაშვილის ნათესავი დიმიტრი ჩოქოვანიც. თავად კეზერაშვილს წლებია, საქართველო დატოვებული აქვს.

ირკვევა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს კეზერაშვილის ორ სახლში - წერეთელზე და ამაღლების ქუჩაზე.

როგორც ადვოკატი ყვება, ამ ეტაპზე მას არ აქვს ინფორმაცია, რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები.

"არაფერი არ ვიცით. დაგვიკავშირდნენ, რომ აქ არიან, კარის გაჭრას აპირებენ. დანარჩენი - განჩინება აქვთ თუ არა, რის გამო შედიან, რა ინფორმაცია აქვთ - არაფერი ვიცით. სახლში ამ დროისთვის არავინაა. შევალ, დავესწრები ჩხრეკას და გავარკვევ",- თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ ბინა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კეზერაშვილის საკუთრებაშია.

4 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა "კოალიცია ცვლილებებისთვის" და ენმ-ის ოფისებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S