
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების ფაქტებზე: "ოცნება" ცდილობს, შეაჩეროს სახალხო პროტესტი
05/12/2024 14:53:41 პოლიტიკა
"წამყვანი ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ნიკა გვარამიას დაკავება შეთქმულების თეორიებზე, ასევე დასავლელი პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციაზეა დაფუძნებული, ეს არის ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მორიგი დარღვევა. "ქართული ოცნება" ცდილობს, დააშინოს და შეაჩეროს ყოველდღიური, მასობრივი, სახალხო პროტესტი, მას შემდეგ რაც პარტიამ გადაუხვია ევროკავშირიდან ავტორიტარიზმისკენ", – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი სოციალურ ქსელში წერს.