Accentnews.ge
მე–8 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება

მე–8 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება

05/12/2024 15:06:57 საზოგადოება

მე–8 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან.

პარალელურად აქციებია ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში.

თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S