Accentnews.ge
ხასაია: განყოფილებაში გადაგიყვანენ და აგრძელებენ იგივეს - ცდილობენ ემოციურად დაგანგრიონ

ხასაია: განყოფილებაში გადაგიყვანენ და აგრძელებენ იგივეს - ცდილობენ ემოციურად დაგანგრიონ

05/12/2024 15:16:06 საზოგადოება

აქტივისტი გელა ხასაია, რომელიც "დროას" ოფისთან დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

"გუშინ, დაკავების დროს, წრე შემომარტყა 10-მდე პოლიციელმა და თავში რტყმით მანქანაში ჩამტენეს. მანქანაშივე დაიწყეს ფსიქოლოგიური ზეწოლა – ვისთან ერთად დგახარ, ფულს გიხდიან, პოლიციელებზე რატო ძალადობთ, ევროპა პიდარასტულია, გიყენებენ, ფარად სჭირდებით, ცოტანი ხართ, არაფერი გამოგივათ.ეს მხოლოდ მანქანაში!",- ყვება ხასაია და აგრძელებს: "განყოფილებაში გადაგიყვანენ და აგრძელებენ იგივეს, ცდილობენ ემოციურად დაგანგრიონ – გემუქრებიან და გაგინებენ. ვთხოვდი, მგონი ტვინის შერყევა მაქვს, საშინლად მტკივა-მეთქი ყველაფერი – იცინოდნენ, ხარხარებდნენ, "იგონებ შე აფერისტოო".

ხასაია ამბობს, რომ "მოტყუებით" გადაყავდათ საგარეჯოში, თუმცა დერეფანში წააწყდა სახალო დამცველის წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესდა, იყო თუ არა დაკავებული გელა ხასაია:

"როცა დავუდასტურე, ამ პოლიციელებმა უკან ოთახში შემაბრუნეს და კარები ჩარაზეს. შემდეგ კი სახალხო დამცველის წარმომადგენელს უთხრეს, რომ თითქოს უარი ვთქვი სასწრაფოს გამოძახებაზე, არადა ვეხვეწებოდი ექიმის მოსვლას. საბოლოოდ გამომიშვეს და ძლივს მივაღწიე საავადმყოფომდე, სადაც ექიმებმა ჩემი წუხილები დაადასტურეს და დამტოვეს მთელო ღამე საავადმყოფოში".

"ამათი არავის ეშინია",- დასრულებს თხრობას ახალგაზრდა კაცი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S