Accentnews.ge
ოთხი პოლიტიკური პარტია ორ მოთხოვნას აჟღერებს კრიზისიდან გამოსასვლელად

ოთხი პოლიტიკური პარტია ორ მოთხოვნას აჟღერებს კრიზისიდან გამოსასვლელად

05/12/2024 15:59:28 პოლიტიკა

ოთხი პოლიტიკური პარტია - "ძლიერი საქართველო", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და "გახარია საქართველოსთვის" - ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ორ კონკრეტულ მოთხოვნაზეა საუბარი.

„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში! საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S