Accentnews.ge
ქუთაისში საპროტესტო მსვლელობისას სავარაუდოდ, მოზარდი დააკავეს

ქუთაისში საპროტესტო მსვლელობისას სავარაუდოდ, მოზარდი დააკავეს

05/12/2024 16:56:36 საზოგადოება

ქუთაისში საპროტესტო მსვლელობისას სავარაუდოდ, მოზარდი დააკავეს. ადგილზე 14 წლის ბიჭის სავარაუდო დაკავებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მოზარდმა საზოგადოებრივი წესდრიგი დაარღვია. დაპირისპირების პროცესში ის დემონსტრანტებს დაჰპირდა, რომ ბავშვს მალე გაათავისუფლებენ.

"როგორც მეუბნებიან, ბავშვმა მერიის მისამართით ისროლა რაღაც (არ ვიცით, რა), დაედევნა პოლიცია, ბავშვი შევარდა უნივერსიტეტის შენობაში, შეჰყვნენ, გაიგდეს ფეხქვეშ, ამ დროს ბავშვი გახდა შეუძლოდ. მეუბნებიან, რომ ბავშვი პოლიციამ ჩასვა მანქანაში და სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაიყვანეს",- თქვა დემონსტრანტმა.

ადგილზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი დემონსტრანტი.

"ბავშვის დახსნის პროცესში მიზანმიმართული ანგარიშსწორების მსხვერპლნი გავხდით ბევრნი - ქალებიც და ბავშვებიც",- თქვა აქციის მონაწილემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S