
ოჯახის ინფორმაციით, იუმორისტ ონისე ცხადაძის სახლში პოლიცია შევიდა და დააკავა
05/12/2024 17:02:29 საზოგადოება
იუმორისტ ონისე ცხადაძის სახლში პოლიცია შევიდა და დააკავა,- ამის შესახებ მისი ძმა - სანდრო ცხადაძე იტყობინება.
ის წერს, რომ დაკავება თერჯოლაში, მის სახლში, მოხდა.
მანამდე ცნობილი გახდა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საკუთარ სახლში დაკავების შესახებ.
"აქცენტი" ორივე ეპიზოდის შესახებ ცდილობს შსს-ში დეტალების გარკვევას.