
"დღეს ჩვენი სიმტკიცის გამოცდაა!" - მსახიობები შეიკრიბნენ დიღმის იზოლატორთან, სადაც ჭიჭინაძე გადაიყვანეს
05/12/2024 17:28:47 საზოგადოება
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომლის დაკავების შესახებაც დღის ბოლოს გახდა ცნობილი, არსებული ინფორმაციით, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ადგილზე ამ დროისთვის მსახიობები არიან შეკრებილები და დაკავების აქტს ტერორად აფასებენ. სკანდირებენ, "ანდრო!"
"როგორც ვიზით, შიში ჭამს სულს და ამას თესავენ, რომ შეგვეშინდეს ჩვენც, მოქალაქეებს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია სიმტკიცე. სიმტკიცეზე გადის ღირსება და სამშობლო - ეს არ დაგვავიწყდეს. დღეს ჩვენი სიმტკიცის გამოცდაა!",- თქვა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა.
"საუკეთესო მსახიობი და ადამიანია დაკავებული. ეს არის დაშინების მცდელობა! ეს არის მცდელობა - გათიშე და იბატონე! ჩემი ხედვით, ეს ბრძოლა უკვე აღარ არის ევროკავშირისთვის, არის საკუთარი სახის დაბრუნებისთვის!",- ამბობს მსახიობი ნინო კასრაძე.
დაკავების საფუძვლები ამ დრომდე უცნობია. ადვოკატი ცდილობს დეპარტამენტში შესვლას და გარკვევას.
დაახლოებით ერთი საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ანდრო ჭიჭინაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ის დააკავეს. შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ცოტა ხნის წინ ასევე გახდა ცნობილი, რომ საკუთარ სახლში დააკავეს იუმორისტი ონისე ცხადაძე დააკავეს.