Accentnews.ge
ომბუდსმენი: მონახულებული 268 პირიდან 191 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე

ომბუდსმენი: მონახულებული 268 პირიდან 191 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე

05/12/2024 17:59:09 საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათ წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს, მათგან 191 მოქალაქე მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს.

„28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს. მათგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 191 მოქალაქე, ხოლო ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.

5 დეკემბრისთვის პროევროპულ აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წესით - მათი უმეტესობა ამბობს, რომ დაკავებისას სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე გახდა. საია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვას განიხილავს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 15 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S