
ბახვა ბრეგვაძე: გვინდა, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში, მეტი არაფერი!
05/12/2024 18:40:33 საზოგადოება
კოლეგებთან ერთად დიღმიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან იმყოფება მსახიობი ბახვა ბრეგვაძე. არსებული ინფორმაციით, სწორედ დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.
მსახიობები აღნიშნულს ტერორად და დაშინების მცდელობად აფასებენ.
"მგონია აღარაფერი გამაკვირვებს, მაგრამ მაინც ძალიან მაგრად გამიკვირდა - ყველაზე წესიერი და პატიოსანი მოქალაქე, ვისაც კი ვიცნობ, ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირეს - ასე სახლში შევარდნით! აქ ვდგავართ და ვგულშემატკივრობთ მას და საქართველოს, რადგან სხვა გადარჩენის გზა არ გვაქვს, სრული სვლით ერვოპისკენ, ეს არის სათქმელიც და ბრაზის მიზეზიც. ჩვენ სხვა არაფერი გვინდა, გვინდა, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა გვინდა იყოს განვითარებული და ნორმალური“, - თქვა მსახიობმა "ტვ პირველთან".
ჭიჭინაძის დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. საფუძველი უცნობია. ოჯახის ინფორმაციით, მსახიობის სახლში ჯერ ჩხრეკა ჩატარდა, შემდეგ აიყვანეს.